საქართველო

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განიხილება

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განიხილება.

მისივე თქმით, „თუ რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნებისა და ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში როგორც 2019, ასევე 2010 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ”.

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე კომენტარი და კიდევ გავაკეთებ. ამ ეტაპზე არ იგეგმება არაფერი, მაგრამ გავიმეორებ, რაც არაერთხელ დავაფიქსირე. 2019-2020 წლებში, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსი, რათა მივაღწიოთ ყველა მიზანს, რომელიც შევპირდით საზოგადოებას.

ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა უწყება, ყველა სამინისტრო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდეს. შესაბამისად, სიჩქარესა და ტემპებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რა თქმა უნდა, რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნებისა და ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში როგორც 2019, ასევე 2010 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება“, აცხადებს მთავრობის მეთაური.