საქართველო

განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება

განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერის თქმით,  შესაბამისი დადგენილება უკვე მომზადებულია.

„დადგენილების მიხედვით, განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნებ, არის უძვირფასესი ნაწილი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილებით გახდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, – განაცხადა გახარიამ.