მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტ ტრამპის მიერ აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკ ესპერს სენატმა მხარი დაუჭირა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე სენატის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემდეგ მარკ ესპერმა, არმიის ვეტერანმა და თავდაცვის ინდუსტრიის ლობისტმა, ფიცი დადო. მას მხარი 90-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 8 იყო.

მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოების გამო, რომელიც ავღანეთიდან და სირიიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანას ეხებოდა, თავდაცვის მდივნის პოსტიდან გენერალი ჯეიმს მატისი წავიდა, პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეკორდულად ხანგრძლივი პერიოდით ვაკანსია ცარიელი იყო და თავდაცვის მდივნის მოვალეობას პატრიკ შანაჰანი ასრულებდა, რომელმაც პოსტი ივნისში, თავისი ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამჟღავნების გამო დატოვა.

ესპერი თავდაცვის მდივნის პოსტს იმ დროს იბარებს, როცა უწყების მნიშვნელოვან ხელმძღვანელ პოსტებზე კადრებია დასანიშნი, მათ შორის თავდაცვის მდივნის მოადგილე; აშშ-ის სტრატეგიული სამეთაურო შტაბის უფროსი; გაერთიანებული შტაბების ვიცე-თავმჯდომარე.

მისი თავდაცვის მდივნობა ასევე, ირანთან გამწვავებულ ვითარებას დაემთხვა.

guardian.ge