მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აჩერებს იმიგრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ და „სამუშაო ადგილების დაცვის საჭიროებიდან“ გამომდინარე, იგი აჩერებს იმიგრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ორშაბათ ღამით „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი წერს, რომ იმიგრაციის შეჩერება „უხილავი მტრის თავდასხმამ“ და „ჩვენი დიდებული ამერიკელი მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვის საჭიროებიდან“ გამომდინარე არის განპირობებული.

მან დაამატა, რომ იმიგრაციის დროებით შეჩერების თაობაზე შესაბამის ბრძანებას მოაწერს ხელს. მანამდე ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ამერიკაში მოგზაურობა ევროპიდან და ჩინეთიდან აკრძალა.

ტრამპის „თვითერზე“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით არ არის მკაფიო აიკრძალება თუ არა ამერიკის არამოქალაქე პირებისთვის ქვეყანაში მოგზაურობა მაგალითად ბიზნესის და ოჯახების სტუმრობის მიზნით.

GUARDIAN.GE