საქართველო

პრეზიდენტი ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.

„სალომე ზურაბიშვილი კეთილდღეობასა და სიხარულს უსურვებს მათ და აცხადებს, რომ სომეხი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა სწორედ სიყვარულსა და ურთიერთგაგებას ეფუძნება, რაც ნამდვილად სამაგალითოა“, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.