საქართველო

პირველ არხზე დღეს სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები გაიმართება

დღეს, 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხის ეთერში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება, რომელშიც სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას – კერძოდ, დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს  კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ვაშაძე და ბაქრაძე დებატებში ზურაბიშვილმა გამოიწვია.