საქართველო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ ერთი პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში კი კლინიკა შესაძლოა, 16-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში კი შესაძლოა, საავადმყოფო დაახლოებით 16-მა პაციენტმა დატოვოს.

კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, მათი პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია და განმეორებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„დღეს ეწერება ერთი პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული ტესტი და მოვიდა პირველადი უარყოფითი. გაგზავნილია დღეს განმეორებით და ველოდებით პასუხს. ალბათ 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი პასუხები მოვა“, – განაცხადა რატიანმა.

კლინიკაში ამ დროისთვის 105 პაციენტი იმყოფება, აქედან 86-ს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.