საქართველო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 66 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 52 კორონავირუსით ინფიცირებულია. მისივე თქმით, აღებულია სინჯები და კვლევის პასუხებს ელოდებიან.