საქართველო

პირველი არხი მზად არის, 25-ვე საპრეზიდენტო კანდიდატს „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 10-წუთიანი დრო დაუთმოს

პირველი არხის ინიციატივით, ცესკო-ში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატის წარმომადგენელთან შეხვედრა შედგა.

პირველმა არხმა გადაწყვიტა, არჩევნებში მონაწილე 25-ვე კანდიდატს 10-წუთიანი დრო დაუთმოს. კანდიდატები ხვალიდან 25 ოქტომბრამდე „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 10 წუთის განმვალობაში შეძლებენ, ამომრჩეველს საკუთარი ხედვა გააცნონ.

გარდა ამისა, შედგება დებატები, ცხრა არაკვალიფიციურ სუბიექტსა და 16 კვალიფიციურ სუბიექტს შორის.

პირველი დებატები არაკვალიფიციურ სუბიექტებს შორის გაიმართება. დარჩენილ ორ კვირაში საკუთარ ხედვას ამომრჩევლებს კვალიფიციური სუბიექტები გააცნობენ.

ასევე პირველი არხი სთავაზობს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში. კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, პირველი არხი მზად არის, დებატები ტექნიკურად უზრუნველყოს.

1tv.ge