საქართველო

პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-7 რაუნდი გაიმართა

10 დეკემბერს, ქ. პეკინში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მე-7 რაუნდი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჩინეთის დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჭან ჰანჰუი. პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის საერთო ინტერესის მქონე საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (FTA) დადებით შედეგებს, ასევე „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ (Belt & Road Initiative) ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობას.