საქართველო

პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით,  გზის რეაბილიტაციას იწყებს.

კერძოდ, პეკინის გამზირის N4 – დან  26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთში გზის კაპიტალური სამუშაოები განხორციელდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.