საქართველო

პატრიარქი მოუწოდებს მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში ამა თუ იმ პოლიტიკური პირის არაკორექტულად მოხსენიებისაგან

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს და მღვდელმთავრებს არაკორექტული განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ილია მეორის განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.