საქართველო

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. პრემიერი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

პრემიერ მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე დასწრებას არ აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები.

პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს ან მთავრობის წევრს კითხვით მიმართოს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი კონკრეტული. რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

პრემიერ მინისტრი პარლამენტში 27 მაისს იყო მისული. მან დეპუტატებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში საკუთარ ინიციატივით წარუდგინა.