საქართველო

პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ

საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ. თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომიტეტების სხდომებზე ასევე იქნება განხილული კომიტეტების დებულებები.

კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევის შემდეგ, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიუბრუნდება. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო. დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე მოხდება.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირებას, სარჯველაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირაში გააკეთებს განაცხადს პრემიერ-მინისტრისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესახებ.