საქართველო

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დღეს უყრის კენჭს

პარლამენტში საკონტიტუციო ცვლილებების მესამე და საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება.

ამ დრომდე პოზიციის შეცვლას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ გეგმავენ და ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

ცვლილებებს მხარს უჭერენ „პატრიოტთა ალიანსი“, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომელთა ხმებიც ცვლილებების მისაღებად საკმარისი იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას 116 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.