საქართველო

პარლამენტის ბიუროს სხდომამ 28-29 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს სამი ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაემატა, რომელთაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ესენია: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“; „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

დაგეგმილია ასევე საკადრო საკითხები, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხები.