აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი აშან იქბალი დაჭრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ნაროვალში, სადაც იგი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგს ესწრებოდა. მას სულ მცირე ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ახალი ამბების სააგენტო AFP-ს პენჯაბის მთავრობის წარმომადგენელმა, მალიქ აჰმედმა უთხრა, რომ მინისტრი იქბალი მარჯვენა მკლავშია დაჭრილი. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც BBC ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი. მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები 15 ივნისს იმართება.

მინისტრი იქბალი პაკისტანის მმართველი „მუსლიმთა ლიგის“ მთავარი წევრია.