საქართველო

პაატა იმნაძე: ხომ შეხედეთ, როგორ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები, ჯომოლუნგმაზე ავდივართ

ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

„ხომ შეხედეთ, როგორ მიდის კორონას შემთხვევები ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ.

შეზღუდვების გაფართოებით, პირველ რიგში, ველოდებით, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და კორონავირუსის შემთხვევების მატება არ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერ ჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით. მით უმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები უნდა იყოს ორი კვირის შემდეგ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.