საქართველო

პაატა იმნაძე: „საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მეხუთე მოქალაქე გარდაიცვალა“

სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის ჩვენი თანამემამულის საზღვარგარეთ გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

„ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები, 64 წლის კაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაზე, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში იყო თანმხლები სხვა ქრონიკული დაავადებები“, – აღნიშნა იმნაძემ.