საქართველო

პაატა იმნაძემ განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი.

„ინფექცია გადამდებია როცა ხელს სახეზე მიიდებთ. ხელზე არაფერი გადაგედებათ, ხელიდან ვირუსი არ შეიჭრება, მაგრამ ხელით როცა შეეხებით ცხვირს ან თვალს, ვირუსი ორგანიზმში ხვდება. ხელის დაბანა დეზინფიცირების ყველაზე კარგი საშუალებაა, ამიტომ ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ, ვიდრე სახეზე მოვიკიდებთ. თუ ვინმემ დაახველა, ხელი მიიფარა და შემდეგ ხელსაწყოს მოკიდა, აქ რისკი არის, მაგრამ თუ შემდეგ სხვა ადამიანი მოკიდებს ხელს და შემდეგ დაიმუშავებს, პრობლემა მოიხსნება. რაც შეეხება აუზებს, იქ წყლის დეზინფექცია ქლორით ხდება, ამიტომ რეკომენდაცია აუზების უსაფრთხოებაზე ჯერ არ გავრცელებულა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

წყარო: imedinews.ge