საქართველო

ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 43.6%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 761.5 მლნ ლარით შეადგინა, რაც 43.6%-ით, ანუ 219.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 61.76 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია – 42.57 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 41.72 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 21.22 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 20.24 მილიონი აშშ დოლარით.

2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 84.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.