„ოსკარზე“ საქართველოდან დეა კულუმბეგაშვილის ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ გაიგზავნება.
გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით მიიღო.
ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება, ნომინაციები კი 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდება.

