საქართველო

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავარმა ექიმმა, მარინა კოჩიევმა განაცხადა, რომ კორონავირუსი რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 30 აპრილს ჩასულ მამაკაცს დაუდასტურდა.

მისივე განცხადებით, ცხინვალში დაბრუნდნენ მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და რიაზანის სასწავლებლების კურსანტები. ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან.