Uncategorized

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ორ კურსანტს და ერთ სანიტარ ქალს აღმოაჩნდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები საკარანტინო ზონაში გამოვლინდა.

ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში ამჟამად 14 პაციენტი იმყოფება, მეთვალყურეობის ქვეშ კი კიდევ 154 ადამიანია.