მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ნიუ ჰამფშირის „დემოკრატიულ“ პრაიმერში 78 წლის ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა

ნიუ ჰამფშირის „დემოკრატიული“ პრაიმერის შეჯიბრში მემარცხნე ფრთის სენატორმა, 78 წლის ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა, ხოლო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ეს ღამე საშინელი აღმოჩნდა.

ბაიდენს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებოდა და მთელი ამერიკის მასშტაბით თავდაპირველად 44%-ით ყველას უსწრებდა და განსაკუთრებული მხარდაჭერა აფროამერიკელ ამომრჩეველში ჰქონდა, ახლა მხოლოდ 20%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

მან წინა, აიოვას პრაიმერში მე-4 ადგილზე დაასრულა მარათონი. მიუხედავად ამისა, 77 წლის ბაიდენი, ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაინც ყველაზე პოპულარულია შავკანიან ამომრჩეველთა შორის.

ნიუ ჰამფშირის „დემოკრატიული“ პრაიმერის შეჯიბრში მეორე ადგილზე ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი გავიდა, მესამეზე კი მოულოდნელად მინესოტას სენატორი ემი კლობახარი.

მასაჩუსეტის სენატორი ელიზაბეთ უორენი მე-4 ადგილზე, ჯოი ბაიდენი კი მე-5-ზე.

ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ბიზნესმენი ენდრიუ იანგი და კოლორადოს სენატორი მაიკლ ბენეტი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშნენ.

შემდგომი პრაიმერი ნევადაში 22 თებერვალს გაიმართება.

guardian.ge