საქართველო

ნინო ბურჯანაძე: „ძალიან სირცხვილია… ან დაირქვით სახელი, რომ ეს არის სახელისუფლებო კანდიდატი, ან ცოტა მორიდებულად მაინც ჩაერთეთ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიაში“

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე „ასეთი გააფთრებული არ უნდა იყოს ჩართული ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში“.

„არ მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი გააფთრებული უნდა იყოს ჩართული ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში. ძალიან სირცხვილია ბატონებო და ქალბატონებო და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო და ძალიან სირცხვილია ქალბატონო სალომე. ან დაირქვით სახელი, რაც არის სინამდვილეში, რომ ეს არის სახელისუფლებო კანდიდატი, ან მაშინ ცოტა მორიდებულად მაინც ჩაერთეთ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიაში“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ არ გაუგონია ირაკლი კობახიძის კომენტარი და აღშფოთება 2011 წლის 26 მაისის პროცესებთან დაკავშირებით.

„ბატონო ირაკლი, თქვენი კომენტარი არ მახსოვს 26 მაისთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში ცხოვრობდით და თქვენი ღვიძლი მამა აქტიური მონაწილე იყო 26 მაისის პროცესებში. არ გამიგონია თქვენი კომენტარი, თქვენი აღშფოთება“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

guardian.ge