საქართველო

ნინო ბურჯანაძე: „პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ციხეში არ უნდა ჩასვა, ეს სააკაშვილმა იცოდა, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით დამიჭერდა“

„პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ციხეში არ უნდა ჩასვა, ეს სააკაშვილმა იცოდა, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით დამიჭერდა”, –  განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

„სააკაშვილის დროს, პრაქტიკულად, არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში არ იჯდა. პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ციხეში არ უნდა ჩასვა, ეს სააკაშვილმა იცოდა, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით დამიჭერდა. ივანიშვილი ვერ მიხვდა ამას, რომ როდესაც 30 ოპოზიციური პარტია ზის ერთი მაგიდის ირგვლივ, მაშინ იქიდან ლიდერი არ უნდა ააცალო და ლიდერი არ უნდა დაიჭირო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.