საქართველო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფმა მერის, ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით 15 იანვარს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დაწვრილებით განიხილეს პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევის პრინციპები.