საქართველო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფელში მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე“ აღინიშნა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის ქალთა საერთაშორისო დღე“ აღინიშნა. დღე, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების საქმიანობასთან არის დაკავშირებული, მერიის ორგანიზებით, სოფელ ეშტიაში საგანგებო ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიების მონაწილეებმა სოფელ ეშტიის ხელმარჯვე ქალების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნამუშევარი დაათვალიერეს. მერმა, ანივარდ მოსოიანმა ღონისძიებაზე წარმოდგენილი უნიკალური ნამუშევრების ავტორებს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა ასევე ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი.