საქართველო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება მიმდინარეობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ერთკვირიანი აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება მოხდება.

როგორც “ბინესკონტინენტს” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აქციაში – რომლის ორგანიზატორიც ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებაა – სათხის, ეშტიის #1 და #2, განძის შოთა რუსთაველის სახელობის, უჩმანის, გორელოვკისა და ჟდანოვაკანის სკოლები ჩაერთვნენ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 60-მდე ისტორიულ-კულტურული ძეგლია.