საქართველო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი უძღვებოდა.

სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ანდრანიკ ქსპოიანი, გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი გაიანე სეროპიანი და მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, განსახილველი იყო ოთხი საკითხი:

სხდომის დღის წესრიგი:

  1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
  2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
  3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ;
  4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე.

დღის წესრიგის ოთხივე საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.