საქართველო

ნინოწმინდის მერმა სოფელ განძაში ახალი რიტუალების სახლი გახსნა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ახალი რიტუალების სახლი გაიხსნა.

ნინოწმინდის მერიის ცნობით, სოფელში მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი ჩავიდა, რომელმაც რიტუალების სახლი განძის მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.