საქართველო

ნინოწმინდის მერმა ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით შეხვედრა გამართა

ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში ნინოწმინდის მერმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით შეხვედრა გამართა.

სამუშაო ჯგუფი წინასწარ ამზადებდა საკითხებს სამუშაო ჯგუფთან შეხვედრებისა და დისკუსიისთვის, შემდგომ კი განიხილავდა მათ მოსაზრებებს, რომელიც გამოყენებული იქნა სამოქმედო გეგმის არსებული მდგომარეობის ნაწილისათვის და მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად.

მერიის ხელმძღვანელი პირები სამუშაო ჯგუფთან ერთად უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავს არაერთ შეხვედრას, რათა სამოქმედო გეგმის საბოლოო შემუშავება მოხდეს.

ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.