საქართველო

ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკის პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებითა და ინიციატივით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაში მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს დეპუტატებიდა მერიის საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.

„ეს არის პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, რუკაში ჯერჯერობით არ არის ასახული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ღირსშესანიშნოებები იმედი გვაქვს მუნიციპალიტეტის ხელმძრვანელობის მხარდაჭერით შემდგომში დაგეგმილი გვაქვს გაფართოებული სამუშაოების განხორციელებას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკის სრულყოფილი სახით დამზადებისთვის, განაცხადა კულტურის სამსახურის უფროსმა.

ინფორმაციას ნინოწმინდის მერია ავრცელებს.