საქართველო

ნინოწმინდის მერიის თანამშრომლებს საგარეო უწყების წარმომადგენლებმა შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო მოხელეებსა და ა(ა)იპ – ების თანამშრომლების მონაწილეობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

საგარეო უწყების სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენლებმა ნინოწმინდის თვითმმართველობის სტრუქტურაში დასაქმებულებს ევროკავშირის შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.