საქართველო

ნინოწმინდის მერიის თანამშრომლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ნინოწმინდის მერიის შენობაზე სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სხდომათა დარბაზში, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ და სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.