საქართველო

ნინოწმინდის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ნინოწმინდის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

„სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია“, ამ სიტყვებით მიულოცა ნინოწმინდის კულტურის ცენტრში შეკრებილ მასწავლებლებს პროფესიული დღე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა (დაბლა ფოტოზე), როგორც ამას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური იტყობინება.

ნინოწმინდის კულტურის ცენტრში შეკრებილ მასწავლებლებს პროფესიული დღე ასევე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.