საქართველო

ნინოწმინდისა და ახალქალაქის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მორიგი შეხვედრა ახალქალაქის სოფლებში – ვაჩიანსა და კუმურდოში გამართა

საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარულ ოლქში ენზელ მკოიანმა და პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მორიგი ხალხმრავალი შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვაჩიანსა და კუმურდოში გამართეს.

ენზელ მკოიანმა მოსახლეობას “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებული პროექტები გააცნო და მოუწოდა მათ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მხარი დაუჭირონ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.