„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ საქართველოსთანაა დაკავშირებული.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან არც არასოდეს წასულა და მისი მომავალი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული საქართველოსთან. ის, ალბათ, ჩვეულებრივად დაბრუნდება, რომელიმე ევროპული ქვეყნიდან აიღებს ბილეთს და ჩამოფრინდება, ისე, როგორც საქართველოს ნებისმიერი რიგითი მოქალაქე.
მისი მომდევნო პოლიტიკური საქმიანობა იქნება დაკავშირებული მხოლოდ საქართველოსთან. მისი ეს ხუთწუთიანი მიმართვა ცხადყოფს ამას“, განაცხადა მელიამ.

