აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მემარცხენე კოალიციური მთავრობა „სახიფათოა ისრაელის უსაფრთხოებისა და მომავლისათვის“

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახალი კოალიციური მთავრობა „სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“. მან დაჟინებით მოუწოდა მემარჯვენე ფრთის პოლიტიკოსებს არ დაუჭირონ მხარი ამგვარი მთავრობის ფორმირებას, მას შემდეგ, რაც ულტრა-ნაციონალისტმა ლიდერმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ იგი შეუერთდებოდა მოლაპარაკებებს ცენტრისტ იაირ ლაპიდთან, რომელსაც ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის დრო ოთხშაბათამდე აქვს და თუკი მან ეს პროცესი წარმატებით განახორციელა, ეს ნეთანიაჰუს, როგორც ისრაელის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომსახურე პრემიერ მინისტრის ოფისში ყოფნას დაასრულებს.

ნეთანიაჰუმ, რომლის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მარტში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გადამწყვეტი უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ეს იყო ქვეყანაში მეოთხე არჩევნები ბოლო 2 წლის განმავლობაში და მოქმედმა პრემიერმა კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.

„არ ჩამოაყალიბოთ მემარცხენე ფრთის მთავრობა. ამგვარი მთავრობა სახიფათოა ისრაელის უსაფრთხოებისა და მომავლისათვის“, – განაცხადა 71 წლის ნეთანიაჰუმ, რომელიც 12 წელიწადია რაც ქვეყნის სათავეშია და დიდი ხნის განმავლობაში დომინანტურ როლს ასრულებს ისრაელის პოლიტიკაში.

GUARDIAN.GE