საქართველო

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის, განაცხადა რიონის ხეობაში ჩასულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია – აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება“ – განაცხადა ნათია თურნავამ „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა საჭირბოროტო საკითხზე რაც ამ ადამიანებს ადარდებთ.