საქართველო

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება „კოვიდ 19“-სთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.