საქართველო

ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით კომენტირებისას თქვა, რომ დაჩქარდება პრივატიზაციის პროცესი, რათა უცხოურმა ინვესტიციებმა ეკონომიკის მდგრადობა განამტკიცოს და ასევე, მეორე ნაბიჯი ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა იქნება.

„ერთ-ერთი ძალიან აქტუალური საკითხი ყოველთვის და დღესაც, რა თქმა უნდა, ლარის კურსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რათა უცხოური ინვესტიციები და ზოგადად ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია.

მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის ჩვენი ქვეყნის და მიმოსვლის გახსნა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა. ზოგადად, ამ ყველაფერს ნეგატიურ დაღს ნეგატიური მოლოდინები ასვამს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.