საქართველო

მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, მცირე მეწარმის კატეგორიაში კი, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო მოხვდება

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მცირე მეწარმეებისთვის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი შემცირდება და 5%-იანი გადასახადი 1%-მდე დაიწევს, გარდა ამისა, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოც მცირე ბიზნესის კატეგორიაში გავა.

„მოგეხსენებათ, რომ მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, განსაკუთრებით მცირე მეწარმეობის. მე პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დრო ვისაუბრე, რომ ვიწყებთ მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას მას შემდეგ, რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამები​ – „დანერგე მომავალი“, და ა.შ. ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით და მადლობა მამუკა ბახტაძეს, რომელმაც საინტერესო საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება წარმოადგინა მთავრობის სხდომაზე. ეს გახლავთ ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათაინი რეჟიმის დაწესების თაობაზე. მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს, ანუ 5%-იანი ბრუნვის გადასახდი იქნება 1%-აინი. ამასთან, მცირე მეწარმედ დღეს თუ ითვლება 100 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება ამ კატეგორიაში. ეს არის მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარემეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეების, რომლებსაც სურთ საქმიანობის წამოწყება”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.