მსოფლიოს ახალი ამბები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი: კორონავირუსის პანდემია დიდი სისწრაფით ვრცელდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია „დაჩქარებული წესით“ ვრცელდება.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა: „67 დღე დასჭირდა პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან იმას, რომ 100 000-ამდე მიეღწია შემთხვევების რაოდენობას და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000 შემთხვევას“.

მან აღნიშნა, რომ ამ კვირაში დიდი ოცეულის სახელმწიფოთა მთავრობებს მიმართავს და სთხოვს მათ იმუშაონ ერთად, რათა გაზარდონ დამცავი მექანიზმის წარმოება.