მსოფლიოს ახალი ამბები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ იმ ფონზე, როცა ეპიდემია განაგრძობს ჩინეთის საზღვრებს გარეთ გავრცელებას.

„ამის გამოცხადების მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რაც ჩინეთში ხდება, არამედ ის, რაც სხვა ქვეყნებში ხდება“, განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადჰანომ ღებრიესუსმა. წუხილის საგანს წარმოადგენს ის, რომ ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ისეთ ქვეყნებში, რომელთაც უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაემგზავრონ ჩინეთში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მე-4 დონის გაფრთხილება გამოსცა.

სულ მცირე 213 ადამიანი გარდაიცვალა ჩინეთში, უმეტესწილად ჰუბეის პროვინციაში, სადაც ვირუსი წარმოიშვა, მთელი ჩინეთის მასშტაბით კი, უკვე ვირუსით ინფიცირებულთა თითქმის 10 000 შემთხვევაა აღრიცხული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის გარდა 18 ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულების 98 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა სიკვდილი არ დაფიქსირებულა.

საერთაშორისო მასშტაბით ვირუსის უმეტესი შემთხვევები იმ ადამიანებში გამოვლინდა, რომლებიც ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების უკვე 8 შემთხვევაა გამოვლენილი – გერმანიში, იაპონიაში, ვიეტნამსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

guardian.ge