მსოფლიოს ახალი ამბები

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა.

საზეიმო ცერემონიას, რომელიც სტამბოლში გაიმართა, უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაესწრნენ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს 6 იანვარს გადასცემენ.