საქართველო

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გადაიდო

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, 2020 წლის 31 მარტს – 1 აპრილს დაგეგმილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გადაიდო.

თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციები მოლაპარაკებების მონაწილეებს მოგვიანებით შესთავაზებენ გადადებული რაუნდის გამართვის თარიღს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატისა და პრაქტიკის საფუძველზე.