ახალი ზელანდია, მსოფლიოს ახალი ამბები

მოკლულია ბევრი ადამიანი შეიარაღებული პირების მიერ ახალ ზელანდიაში 2 მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად

ბევრი ადამიანია მოკლული ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრისტჩარჩში მდებარე 2 მეჩეთში მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.

ახალი ზელანდიის მედიის ინფორმაციით მოკლულია 9-დან 27-ამდე ადამიანი, მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა დადასტურებული არ არის.

პოლიციამ განაცხადა, რომ „მრავლობითი უბედურება“ მოხდა ორ მეჩეთში, მაგრამ უცნობია რამდენი თავდამსხმელი მონაწილეობდა.

როგორც ამ წუთებში BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულია სამი მამაკაცი და ერთი ქალი.

ცოტა ხნის წინ პოლიციამ განაცხადა, რომ „მსხვერპლის რაოდენობა სერიოზულია“, მაგრამ რაოდენობა არ დაუსახელებია.

პოლიციამ ასევე გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საფრთხე კვლავ არსებობს“.

რა ვიცით ამ დროისთვის თავდასხმის შესახებ?

ამ დროისთვის ქრისტჩარჩში მომხდართან დაკავშირებით ჩვენ ვიცით:

  • მასობრვი სროლები იყო სულ მცირე ორ მეჩეთში – „მრავლობითი უბედურებით“.
  • ასაფეთქებელი მოწყობილობებია აღმოჩენილი პოლიციის მიერ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებაში
  • დაკავებულია ოთხი ადამიანი – სამი მამაკაცი და ერთი ქალი
  • მეჩეთებს უთხრეს, რომ ჩაკეტონ თავიანთი კარები, შემდგომი ცნობების გავრცელებამდე
  • პოლიცია აცხადებს, რომ შესაძლოა დამნაშავეთა უფრო ფართო ჯგუფი კვლავ მოქმედებდეს სხვა ადგილებშიც
  • ახალი ზელანდიის მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს.
  • შეიარაღებულმა მამაკაცმა ინტერნეტით მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც მუსლიმებისა და უმცირესობების წინააღმდეგ სიძულვილია გამოხატული და მანვე თავდასხმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჩართო.
  • ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელთაგან სულ მცირე ერთი ავსტრალიაში დაბადებული ავსტრალიის მოქალაქეა.

ავსტრალიაში მუსლიმებმა განცხადება გაავრცელეს და „მხეცური“ ქმედება „ისლამოფობიის პროდუქტად“ გამოაცხადეს.

„დღევანდელი ხოცვა-ჟლეტა არის ყველაზე მზარდი ისლამოფობიის და მუსლიმების მარგინალიზაციის პროდუქტი, რაც კი ოდესმე არსებულა“, აცხადებს ავსტრალიის მუსლიმთა ორგანიზაციის პრეზიდენტი დოქტორი რატებ ჯნეიდი. იგი ამბობს, რომ ეს შემხსენებელია მედიისა და პოლიტიკოსებისთვის იმ „საშინელი შედეგების, სადამდეც სიძულვილის და დაყოფის ატმოსფერომ შეიძლება მიგვიყვანოს“.

ავსტრალიამ გამოაცხადა, რომ ახალ ზელანდიასთან კოორდინაციაშია. ქუინსლენდის პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული არიან და თავიანთ ახალ ზელანდიელ კოლეგებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.

ახალი ზელნადიის პოლიციამ ქრისტჩარჩში სკოლების დახურვის შესახებ გამოცხადების შემდეგ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი.

„პოლიციას ახლა შეუძლია დაადასტუროს, რომ მთელ ქრისტჩარჩში სკოლების დახურვის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ჩვენ გვსურს დავამშვიდოთ საზოგადოება, რომ ქალაქში პოლიციის დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს“, აღნიშნულია განცხადებაში.

GUARDIAN.GE