საქართველო

მოემზადე შავი პარასკევისთვის – დაიბრუნე ყველაზე მაღალი 70%-მდე ქეშბექი

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ და ‘Visa’ შავი პარასკევისთვის 70%-მდე ქეშბექის აქციისთვის ემზადებიან!

აქციის ფარგლებში, ქეშბექის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის 70%-მდე ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებ. დაბრუნებულ CashBack-ს კი განკარგავ თავისუფლად, სურვილის შესაბამისად.

აქციით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერი VISA ბარათით.

თუ ლიბერთის Visa ბარათი არ გაქვს, მისი აღება მარტივად შეგიძლია: 

  • ესტუმრე ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს და სულ რამდენიმე წუთში  გახდი ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებელი. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია: https://libertybank.ge/ka/booking
  • თუ უკვე გაქვს ლიბერთის ანგარიში, დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია ლიბერთის მობაილ ბანკში და მარტივად აიღე ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-თ ან Google Pay-თ გადახდისას შეძლებ და ბარათის ყველა ბენეფიტითაც ისარგებლებ.
  • თუ ლიბერთის ‘ახალ’ Visa ბარათს აიღებ, კიდევ უფრო მაღალ ქეშბექს დაიბრუნებ. ხოლო თუ ‘ახალი’ ბარათის შერჩეული კატეგორიის ქეშბექი მეგობარი ობიექტის კატეგორიას დაემთხვევა, კატეგორიის ქეშბექიც მომენტალურად დაგიბრუნდება. ბარათის ბენეფიტები დეტალურად: akhalibarati.ge

რა არის CashBack?


CashBack ლიბერთის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა.

პროგრამის ფარგლებში სარგებლობ სპეციალური შეთავაზებებით 500-მდე მეგობარ ობიექტში მთელი საქართველოს მასშტაბით და თითოეული გადახდის შემდეგ, თანხის ნაწილს მომენტალურად იბრუნებ იმავე ანგარიშზე, საიდანაც იხდი.

CashBack-ით დაბრუნებული თანხა შეგიძლია ავტომატურად შენს ყულაბაში დააგროვო.

როგორ მიიღო CashBack?

  1. გადმოიწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე http://www.cashback.ge/
  2. გაიაქტიურე სასურველი მეგობარი ობიექტის შეთავაზება აპლიკაციაში ან ვებგვერდზე
  3. გადაიხადე ლიბერთის ბარათით
  4. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი!

CashBack-ის უპირატესობები: 

  • იბრუნებ თანხას და არა ქულებს.
  • CashBack-ის სახით თანხა მომენტალურად გიბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
  • ყოველი გადახდის შემდეგ, SMS-ით იგებ გადახდილი თანხის რა ნაწილი დაგიბრუნდა.
  • CashBack-ით დაბრუნებული თანხის დაგროვება ავტომატურად შეგიძლია შენს ყულაბაში.
  • სასურველ ობიექტს/პროდუქტს/მომსახურებას მარტივად პოულობ აპლიკაციაში

ან ვებგვერდზე კატეგორიის, ქალაქის, ან ძიების გამოყენებით.

  • არჩევ სასურველ მეგობარ ობიექტებს, იაქტიურებ შეთავაზებებს და მომდევნო 1 თვის განმავლობაში CashBack ავტომატურად გიბრუნდება ყოველი გადახდის შემდეგ.
  • CashBack ვრცელდება მეგობარი ობიექტების ნებისმიერ პროდუქციასა და მომსახურებაზე.
  • სარგებლობ CashBack-ის მიმდინარე აქციებით და კიდევ უფრო მეტ თანხას იბრუნებ.

გახსოვდეს, რაც უფრო ხშირად იყენებ ლიბერთის ბარათს, მით მეტი თანხა გიბრუნდება!

სს ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.